ტურინის "იუვენტუსი" ორ ვეტერან მცველს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსი" თავის ორ ვეტერან მცველს - ანდრეა ბარძალისა და ჯორჯო კიელინის კონტრაქტს გაუხანგრძლივებს. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება.

ორივე ფეხბურთელის შრომით ხელშეკრულებას ვადა 2018 წლის 30 ივნისს ეწურება. 33 წლის კიელინი "ბებერ ქალბატონთან" მრავალწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

მისი სურვილი ტურინულ კლუბში კარიერის დასრულებაა და "იუვენტუსის" ხელმძღვანელობა ამას გაითვალისწინებს. ბარძალის კი შრომითი ხელშეკრულება 2019 წლის 8 მარტამდე გაუგრძელდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული