იმ დღეს ბევრი წყალი დავლიე - იტალიელმა მეკარემ მატჩის დროს მოშარდა და გააძევეს

AutoSharing Option
სერია D-ში "მესინასა" და "იგეა ვირტუსის" მატჩის დასასრულს მასპინძელთა გუნდის მეკარე არმანდო პრისკომ მოშარდა და მსაჯმა გააძევა.

პრისკომ თავი ასე იმართლა: "იმ დღეს ბევრი წყალი დავლიე. შეხვედრის დაწყებამდეც ვიყავი ტუალეტში და შესვენებაზეც, მაგრამ თამაშის ბოლოს გამიჭირდა, ვეღარ მოვითმინე და პაუზისას სარეკლამო დაფის უკან მოვშარდე.

ეს, არბიტრის გარდა, არავის დაუნახავს. არ შევკამათებივარ, ბოდიში მოვუხადე და მოედანი დავტოვე. მესმოდა, ასე არ შეიძლებოდა მოვქცეულიყავი, რადგან სტადიონზე ბევრი ხალხი იყო, მათ შორის, ბავშვები, მაგრამ ვეღარ მოვითმინე".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული