კალიდუ კულიბალი: "ნაპოლის" ყოველთვის სჯეროდა ჩემპიონობის

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის 34-ე ტურში, სტუმრად "იუვენტუსის" დამარცხებაზე, გატანილი გოლის ავტორმა, "ნაპოლის" მცველმა კალიდუ კულიბალიმ ისაუბრა:

"ჩვენ გამარჯვებისთვის ყველაფერი გავიღეთ და ამაყები ვართ. უკანასკნელი რამოდენიმე დღის განმავლობაში ნეაპოლი დადებითი ენერგიით გვმუხტავდა. გულშემატკივრებმა აეროპორტში გაგვაცილეს და ძალიან გაგვახარეს. გვინდოდა მადლობა გადაგვეხადა და ამის საუკეთესო საშუალება მოგება იყო.

"იუვე" ძალიან მაგარი გუნდია, თუმცა ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მასთან ბრძოლა შეგვიძლია. მუდამ გვჯეროდა ჩემპიონობის. ბიანკონერის 1 ქულით ჩამოვრჩებით, წინ კი 4 ტურია. გვინდა ყველა დარჩენილ მატჩში გავიმარჯვოთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული