Corriere dello Sport: გადაწყვეტილია, "ნაპოლის" კარლო ანჩელოტი ჩაიბარებს

AutoSharing Option
Corriere dello Sport-ი იუწყება, რომ კარლო ანჩელოტიმ და "ნაპოლის" ხელმძღვანელობამ ბოლო დეტალები შეათანხმეს, რის მიხედვითაც, გამოცდილი იტალიელი სპეციალისტი სერია ა-ს ვერცხლისპრიზიორ გუნდს ჩაიბარებს.

58 წლის მწვრთნელი კლუბთან ხელს 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს. სეზონში მისი გასამრჯელო კი 6,5 მილიონი ევრო იქნება.

რაც შეეხება "ნაპოლის" ჯერ კიდევ მოქმედ მწვრთნელ მაურისიო სარის, ის რუსეთში გადაინაცვლებს და სანკტ-პეტერბურგის "ზენიტს" ჩაიბარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული