ალვარო მორატა მილანშია და "იუვენტუსში" გადასვლას აპირებს
AutoSharing Option
"მარკა" იუწყება, რომ ლონდონის "ჩელსის" ესპანელი ფორვარდი ალვარო მორატა თავის აგენტ ბოცოსთან ერთად მილანში იმყოფება, სადაც "იუვენტუსის" სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩის ხვდება.
გავრცელებული ცნობით, მხარეები ბოლო დეტალებს განიხილავენ, რის შემდეგაც ალვარო "ბებერ ქალბატონში" დაბრუნდება.
"მარკა" ასევე წერს, რომ ტურინიდან აბარგება გონსალო იგუაინს, ანდაც მარიო მანჯუკიჩს მოუწევს.