"მილანი" თავის მოსახელეს იმატებს და ნახევარდაცვას აძლიერებს

AutoSharing Option
Sportitalia იუწყება, რომ "მილანმა" "ფიორენტინას" 29 წლის ნახევარმცველის, მილან ბადელის ტრანსფერი სრულყო და ხორვატ შუახაზელს მალე ოფიციალურად დაიმატებს.

"როსონერი" ბადელს ხელფასის სახით 2,5 მილიონ ევროს დაუნიშნავს, ფეხბურთელის სანაცვლოდ კი არაფერს გადაიხდის, რადგან ის ფლორენციიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით აიბარგებს.

გუშინ "იების" გენერალურმა დირექტორმა პანტალეო კორვინომ დაადასტურა, რომ ხორვატი გუნდიდან მიდის, რითაც აღნიშნული ხმები კიდევ უფრო გაამყარა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული