არაა გამორიცხული, ასეთი გადაწყვეტილება მიიღონ საუდის არაბეთის ეროვნულ გუნდთან მატჩისას სუპერმარიოს მიმართ გამოფენილი რასისტული ბანერის გამო.
იმ შეხვედრაში მარიომ გოლი გაიტანა და სკუადრა აძურას მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ თქვა, რომ ბალოს გაცილებით უკეთ შეუძლია თამაში.
ბალოტელიმ საუდელებთან ნამატჩევს დაიჩივლა, თეთრი რომ ვიყო, ცხოვრებაში გაცილებით ნაკლები პრობლემა მექნებოდაო.
ხვალ იტალიის ნაკრები საფრანგეთს ხვდება. თამაში მარიოს გუნდის, "ნიცას" სტადიონზე ჩატარდება. ეს სურათი დღეს სწორედ ამ არენაზეა გადაღებული.