"მილანმა" დაცვის ერთ-ერთ ლიდერთან კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა

AutoSharing Option
"მილანის" მცველმა ალესიო რომანიოლიმ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და "სან სიროზე" 2022 წლამდე ითამაშებს.

"როსონერის" ხელმძღვანელობისა და გუნდის მწვრთნელისთვის ახალგაზრდა მცველის შენარჩუნება ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იყო, რადგან იგი უკანა ხაზში საკვანძო ფიგურაა.

23 წლის მცველი "მილანმა" "რომადან" 2015 წელს შეიძინა. გასულ სეზონში მან 40 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლის ავტორიც გახდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული