"რომამ" 4 მილიონ ევროდ ალისონის დუბლიორი იყიდა

AutoSharing Option
"რომას" ოფიციალური საიტის ცნობით, კლუბმა "ბოლონიადან" 34 წლის მეკარე ანტონიო მირანტე დაიმატა.

"ჯალოროსიმ" ვეტერანი კარის დარაჯის სანაცვლოდ 4 მილიონი ევრო გადაიხადა და ის გუნდის მთავარი მეკარის ალისონის დუბლიორი იქნება.

მირანტემ "მგლებთან" შრომითი ხელშეკრულება 2021 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

თავის მხრივ კი "ბოლონიამ" ანტონიოს შემცვლელად 9 მილიონ ევროდ ლუკაშ სკუპსკი დაიმატა, რომელიც სწორედ "რომას" საკუთრება იყო.

alt"რომამ" 19 წლის ფორვარდი 5 მლნ ევროდ გაყიდა

alt"ინტერი" რაჯა ნაინგოლანის სანაცვლოდ 24 მილიონ ევროს გადაიხდის და ორ ფეხბურთელს დათმობს



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული