"მანჩესტერ იუნაიტედი" "მილანის" კაპიტნის შეძენის ვარიანტს განიხილავს

AutoSharing Option
ინგლისური პრესის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" "მილანის" მცველის, ლეონარდო ბონუჩის შეძენითაა დაინტერესებული.

"როსონერი" ამჟამად მძიმე დღეშია და უეფას სანქციების მოლოდინშია. კლუბს, დიდი ალბათობით, ფინანსური სანქციები დაეკისრება და ევროტურნირებიდან მოიხსნება.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, დიდი შანსია, ლეომ "მილანი" დატოვოს და ახალი გამოწვევების წინაშე დადგეს.

ის "სან სიროს" ბინადრებში გასულ წელს 37 მილიონ ევროდ ჩაირიცხა და გუნდის კაპიტანიც გახდა.

alt"მილანს" მძიმე ვერდიქტი ელის - "როსონერის" ევროპის ლიგიდან მოკვეთენ და ჯარიმასაც დააკისრებენ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული