"ნაპოლიმ" ფაბიან რუისი იყიდა, ჟორჟინიო კი "სიტიში" გაუშვა

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, 22 წლის ესპანელი ნახევარმცველი ფაბიან რუისი "ნაპოლიმ" 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდა.

"ბეტისის" ყოფილ ფეხბურთელს ნეაპოლში დღეს ელიან. რუისი 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 1,8 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

დღესვე გავრცელდა ცნობა, რომ "ნაპოლიმ" და "სიტიმ" ჟორჟინიოს ტრანსფერზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს.

26 წლის ფეხბურთელი პეპ გვარდიოლას კლუბს 55 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული