
მილანში "იუვენტუსის" საკლუბო მაღაზიაში საშუალოდ ყოველ ერთ წუთში რონალდოს 7-ნომრიანი მაისური იყიდება.
"იუვეს" ინტერნეტ-მაღაზიამ მომხმარებელთა მოზღვავების გამო მუშაობა შეწყვიტა. "ბებერი ქალბატონის" მაღაზიები ქვეყნის ყველა დიდ ქალაქშია და ყველგან გრძელი რიგები დგას.
ნახევარმცველმა ხუან კუადრადომ სიამოვნებით დაუთმო თავისი 7 ნომერი კრიშტიანოს, ეს ფოტო ტვიტერზე ატვირთა და დაწერა:"სანეტაროა გასცე, ვიდრე მიიღო. დაგლოცავ, რონალდო".