დე ლაურენტისი: რონალდოს ტრანსფერი ბანალური პიარია

AutoSharing Option
პორტუგალიელი თავდამსხმელის, რონალდოს "იუვენტუსში" გადასვლაზე კომენტარი "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გააკეთა.

"რონალდოს შეძენა ბანალური პიარ-აქციაა. იტალიის ჩემპიონატის შვიდჯერ მოგებისა და ევროპაში მუდმივად განცდილი წარუმატებლობის შემდეგ, გულშემატკივართა ენთუზიაზმი თანდათან ქრება. მათ ეს უკვე მობეზრდათ. სპონსორებიც კარგავენ ინტერესს. ამისათვის დასჭირდა "იუვეს" ხმამაღალი პროპაგანდული სვლა.

ფეხბურთელის აგენტი ჟორჟე მენდეში ჯერ მე დამიკავშირდა, ვისაუბრეთ ტრანსფერის ფინანსურ საკითხებზე, მაგრამ კრიშტიანო "იუვეს" ჰაერივით სჭირდებოდა და ისეთ ხელფასს დაპირდნენ, რომელსაც არც ერთი ჭკუათმყოფელი არ გადაუხდიდა.

ვფიქრობ, მარკეტინგული თვალსაზრისით, ეს ტრანსფერი ყველა იტალიურ კლუბს წაადგება. თუმცა, თუ
ბიანკონერი ფიქრობს, რომ რონალდოს დამატებით ჩემპიონთა ლიგის მოგება გარანტირებული აქვს, ძალიან ცდება. ალეგრისაც ესმის ეს. ფეხბურთელის ასაკის გათვალისწინებით, ტურინული კლუბი პირველ წელს ფულის გამომუშავებას აჟიოტაჟზე შეეცდება", - განუცხადა დე ლაურენტისმა La Verita-ს.

altრონალდო თავისი ჯალაბობით ტურინში ჩავიდა და დღეს "იუვენტუსში" ვარჯიშს დაიწყებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული