"ჯალოროსის" ეს ნომერი კლუბში ამოღებული აქვს, ტოტიმ კი კითხვას ხუმრობით უპასუხა.
"ყოველთვის ვამბობდი, რომ 10 ნომრის ხმარებიდან ამოღება საჭირო არ იყო, მაგრამ ეს გადაწყვეტილება კლუბმა მიიღო.
ბავშვებსა და ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს სურს, რომ "რომას" მე-10 ნომერი გახდეს, რაც მეც მინდოდა და ოცნება ამიხდა.
ყოველივე ეს კი ადვილი ნამდვილად არ არის.
რა მოხდება, თუკი მესი ჩვენთან გადმოვა? აეროპორტში წავალ და 10-ნომრიან მაისურს თავად გადავცემ", - აღნიშნა ტოტიმ.
"რომას" პრეზიდენტი: თუ ლეო მესის მოგვცემენ, "ბარსელონას" ბოდიშს მივიღებ