ლეონარდო ბონუჩი: ძნელად წარმოსადგენი იყო, თუ მე "იუვენტუსში" დავბრუნდებოდი

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსში" დაბრუნების შემდეგ ლეონარდო ბონუჩიმ მცირე კომენტარი კლუბის ოფიციალურ საიტთან გააკეთა.

"ძნელად წარმოსადგენი იყო, თუ მე "იუვენტუსში" დავბრუნდებოდი, მაგრამ ეს მოხდა, რაც ფანტასტიკურია.

ძალიან ამაღელვებელი მომენტია, რადგან "იუვენტუსი" და ტურინი ჩემი სახლია. ასე რომ, ძალიან ბედნიერი ვარ", - აღნიშნა ბონუჩიმ.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლეონარდოს ტიფოზები აეროპორტში არ დახვდნენ, კლინიკასთან კი, სადაც სამედიცინო შემოწმება გაიარა, დაუყვირეს, რომ პირი გამოიბანოს. ეს მინიშნება იყო გასულ სეზონში "ბიანკონერის" კარში გატანილი გოლის აღნიშვნაზე.

ფანები საწვრთნელ ბაზასთან სკანდირებდნენ: "ჩვენ აქ რონალდოს გამო მოვედით, სად
არის რონალდო?".

altლეონარდო ბონუჩის ტურინში უსტვინეს და შეურაცხყოფა მიაყენეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული