"იუვენტუსი" "პატარა პრინცს" დაემშვიდობა - 25-წლიანი ისტორია დასრულდა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ოფიციალურმა საიტმა გვაუწყა, რომ კლუბმა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, 32 წლის ნახევარმცველ კლაუდიო მარკიზიოსთან კონტრაქტი გაწყვიტა.

"პატარა პრინცი" "ბებერ ქალბატონში" 25 წლის განმავლობაში ირიცხებოდა, ძირითად გუნდში მისი დებიუტი კი 2005 წელს შედგა.

ის მხოლოდ ერთი სეზონით, "ემპოლიში" იყო განათხოვრებული.

იტალიელი "იუვენტუსის" აკადემიაში ჯერ კიდევ 1993 წელს ჩაირიცხა. მას კლუბთან ერთად შვიდჯერ სერია A, ხოლო 4-ჯერ ქვეყნის თასი აქვს მოგებული.

გავრცელებული ინფორმაციით, მარკიზიო კარიერას MLS-ში განაგრძობს.

altკლაუდიო მარკიზიო "იუვენტუსიდან" წასვლას აპირებს

altკლაუდიო მარკიზიოს MLS-ში უხმობენ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული