კრიშტიანო რონალდო: "იუვენტუსში" სწორედ ამიტომ გადავედი

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ახალწვეულმა კრიშტიანო რონალდომ განაცხადა, რომ "ბებერ ქალბატონში" ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი იტალიურ კლუბში 110 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა და 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, სეზონში კი 30 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

"იუვენტუსთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება მსურს და აქ სწორედ ამიტომ ვარ. კლუბი მთლიანად ამაზეა კონცენტრირებული და ამ მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წავიდეთ.

ამას წელს თუ ვერ მივაღწევთ, ეს აუცილებლად მომავალ სეზონში, ან მის შემდეგ მაინც უნდა შევძლოთ.

ჩვენი მიზანი იტალიის ჩემპიონატისა და თასის მოგებაა. ასევე, ჩემპიონთა ლიგაზე მაქსიმუმს
უნდა მივაღწიოთ", - განუცხადა რონალდომ DAZN-ს.

altგამოაშკარავდა - "მილანს" კრიშტიანო რონალდოს დამატება უნდოდა

altკრიშტიანო რონალდო ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელად "მოინათლა" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული