როგორ გაიცნო მაურო იკარდიმ თავისი მეგობრის ყოფილი მეუღლე და სამი შვილის დედა ვანდა ნარა

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" ფორვარდის მაურო იკარდის მეუღლემ და ამავროდულად აგენტმა ვანდა ნარამ მოყვა, თუ როგორ გაიცნო არგენტინელი ფეხბურთელი.

ნარა, იკარდის ახლო მეგობრის, მაქსი ლოპესის ყოფილი ცოლია, რომელთანაც სამი შვილი აკავშირებს.

"მაუროს მაშინ შევხვდი, როდესაც ის მხოლოდ 18 წლის იყო. მაქსი ლოპესთან განქორწინებული ვიყავი და საცხოვრებლად არგენტინაში გადავედი.

ერთ დღესაც მილანში დავბრუნდი, რათა ბოლო საქმეები მომეგვარებინა და შემდეგ კვლავ სამშობლოში ჩავფრენილიყავი.

იკარდის ვიცნობდი და მან შემომთავაზა მისი მანქანით მესარგებლა. ასევე, ჩემი სურვილის შემთხვევაში, მითხრა, რომ შემეძლო მის სახლში დავრჩენილიყავი.

მაუროს აზრით, კარგი
იქნებოდა თუ ერთად ვისადილებდით. მაცივარი გამოვხსენით და როგორც ახალგაზრდა ადამიანებს სჩვევიათ, მასაც ის ცარიელი ჰქონდა.

საბოლოოდ, მაკარონი აღმოვაჩინეთ, რომლითაც ვისადილეთ.

იკარდის ჰქონდა ყველაფერი რაც ცხოვრებაში სურდა. მთავარი, რამაც ჩემი გაოცება გამოიწვია, იყო ის, რომ 18 წლის ასაკში, ბრძენი და გამოცდილი ადამიანივით იქცეოდა.

ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. მოგვიანებით, მან მზრუნველობა ჩემს სამ შვილზეც აიღო და ისინი თავის სახლში მიიღო".

ნარას ორი ვაჟი ასევე მაურო იკარდისთანაც ჰყავს - მან ამის შესახებ განაცხადა:

"არავითარი მეტი შვილი! მაუროს ყოველთვის სურდა გოგონა ჰყოლოდა, რადგან მას ყოველთვის ეშინოდა, რომ ზეწოლას იგრძნობდა, თუ მამის კვალს გაყვებოდა", - განაცხადა ვანდა ნარამ.

altვანდა ნარას შვილის დაბადების დღეზე ყოფილი და ამჟამინდელი მეუღლე ერთად ჰყავდა

altკიდევ ერთი მიზეზი, უყუროთ სერია A-ს - იკარდის ცოლი საფეხბურთო ექსპერტად [PHOTO]

altისეთი ხმები იყო, მთელი ღამე არ დამაძინეს - 12 წლის შემდეგ დადასტურდა, რომ დიეგო მარადონას მაურო იკარდის ცოლთან სექსუალური ურთიერთბა ჰქონდა [VIDEO]

altკაცია ეხლა ეს? - იკარდიმ თავისი მეუღლის შიშველი სურათი გამოაქვეყნა

მკითხველის კომენტარები / 6 /
ეჰ ლაშა აზრზე არ ხარ რას წერ ! ნაზირალა იკარდიმ ცოლი წაართვა მაქსი ლოპესს , კაცმა რომელმაც სახლში მიიღო და აცხოვრებდა თავისთან ოჯახში, როცა იკარდი ახალი ჩასული იყო იტალიაში ! ზუსტად იმიტომ არ იძახებენ არგენტინის ნაკრებში , რომ მაგ ნაძირალას ვერავინ ვერ იტანს და გამარჯობას არავინ ეუბნება ! იტალიელმა მაფიოზებმა შესთავაზეს ლოპესს – მაგ არაკაცს მუხლებს დავუხვრიტავთ , შენ თუ გვეტყვიო ! ლოპესმა უარი უთხრა !
კახა
11:32 27-08-2018
2
ამ ქალს თვალებში აწერია,რომ ეს ნავსაყუდელი ბოლო არ იქნება
DUDA
10:47 28-08-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული