
ამიერიდან ვანდა შოუ Tiki Taka-ზე საფეხბურთო ექსპერტად იმუშავებს. შეგახსენებთ, რომ ქერა ლამაზმანი, გარდა იმისა, რომ იკარდის ცოლია, ის მისი აგენტიც გახლავთ.
ვანდა ნარა მზადაა, თავისი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების გარდა, მაყურებელი გარეგნული მხრითაც გაახაროს.
მიუხედავად იმისა, რომ ვანდა "ინტერის" ფანია, მან პირობა დადო, რომ მიუკერძოებელი იქნება და მეუღლეს გააკრიტიკებს, თუ ის ცუდად ითამაშებს და ამას დაიმსახურებს.
![კიდევ ერთი მიზეზი, უყუროთ სერია A-ს - იკარდის ცოლი საფეხბურთო ექსპერტად [PHOTO] Sportall.Ge](/images/new_photo/2018/AUG17-31/03/vanda-5.jpg)
შეგახსენებთ, რომ "ინტერი" პირველ ტურში სტუმრად "სასუოლოსთან" დამარცხდა.
ვანდა ნარას შვილის დაბადების დღეზე ყოფილი და ამჟამინდელი მეუღლე ერთად ჰყავდა