საქმე იმაში გახლავთ, რომ ბერგამოელებმა პირველი ტაიმი მოულოდნელად 3:1 მოიგეს და დედაქალაქელებს ქულის გადასარჩენად დიდი ძალისხმევა დასჭირდათ. ჯერ ფლორენციმ გაქვითა ერთი გოლი, ხოლო შეხვედრის დასასრულს მანოლასმა ანგარიში გაათანაბრა.
ამან კი ისე გაახარა "ჯალოროსის" მწვრთნელი ეუსებიო დი ფრანჩესკო, რომ სათადარიგოთა სკამის ძელს ხელი დაარტყა, თითი მოიტეხა და ოპერაციის გაკეთება მოუწევს.
"ლივერპულის" გულშემატკივრის ცემისათვის "რომას" ფანს 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს