კრიშტიანო რონალდომ "იუვენტუსის" რიგებში დუბლი შეასრულა

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდომ სერია ა-ს მეოთხე ტურში "სასუოლოს" დუბლი შეუსრულა.

ეს პორტუგალიელი ფეხბურთელის პირველი გოლებია "ბებერი ქალბატონის რიგებში", აქამდე ჩატარებულ 3 მატჩში მან მოედანი უგოლოდ დატოვა. 

რონალდომ ორივე გოლი მეორე ტაიმში, 50-ე და 65-ე წუთებზე გაიტანა.

"იუვენტუსმა" მატჩი 10 კაცით დაასრულა, დუგლას კოშტამ 4 წუთში ორი ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო და მეორე ტაიმის მეოთხე დამატებულ წუთზე მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. 

ამ გამარჯვებით "იუვე" ერთპიროვნულად ლიდერობს იტალიის ჩემპიონატს. 

19 სექტემბერს იტალიური გუნდი ესპანეთს ეწვევა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს "ვალენსიასთან" გამართავს. 

altვისი იდეა იყო კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერი ტურინის "იუვენტუსში"?

altრონალდოს გამო პაულო დიბალას "რეალში" უნდა გადასვლა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეგ ისეთია რომ კიდევ ბევრჯერ გააოცებს იუვეს ფანებს .ეს მხოლოდ დასაწყისია.
მფრინავი კრიშტიანუ
23:11 16-09-2018
0
არიქა, ეშველა ბაღანას?!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული