რაჯა ნაინგოლანი: შემიძლია მშვიდად დავლიო და მოვწიო, მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" ნახევარმცველმა რაჯა ნაინგოლანმა France Football-თან საუბრისას საკუთარი ცხოვრების შესახებ ისაუბრა.

ბელგიელი ფეხბურთელის თქმით, ის ჩვეულებრივი ადამიანია და მიუხედავად იმისა, რომ სიგარეტსაც ეწევა და ალკოჰოლსაც მიირთმევს, ეს მისი უფლებაა და ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს.

"მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და არა ისეთი, როგორც ბევრი მახასიათებს. ჩვეულებრივად ვსეირნობ ბნელ უბნებში, დავდივარ სუპერმარკეტებში, შემიძლია მშვიდად დავლიო და მოვწიო სიგარეტი. ამის უფლება ფეხბურთელს აქვს. როცა იტალიაში ჩამოვედით, თვეში ათას ევროს ვშოულობდი და ეს ჩემი ოჯახისთვის საკმაოდ ბევრი იყო. გადავწყვიტე, რომ ოჯახის ყველა წევრისთვის
კარგი ცხოვრების საშუალება მიმეცა, მაგალითად, დედაჩემისთვის, ვისითაც გაოცებული ვარ. მას არაფერი გააჩნდა, მაგრამ ყველაფერი მომცა", - განაცხადა რაჯა ნაინგოლანმა.

30 წლის ფეხბურთელი მილანის "ინტერს" ზაფხულში "რომადან" შეუერთდა. ცუდი დისციპლინის გამო ის მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრების განაცხადში ვერ მოხვდა და მისმა თანამემამულეებმა ბრინჯაოს მედალი რაჯა ნაინგოლანის გარეშე მოიპოვეს.

altიმედია, ჭკუას ისწავლის - ტრავმირებულმა ნაინგოლანმა მილანური ცხოვრება გართობით დაიწყო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული