"მილანის" თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა ვეტერანი ფორვარდის ზლატან იბრაჰიმოვიჩის მის გუნდში შესაძლო გადასვლაზე გააკეთა კომენტარი.
"სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ჯერ კიდევ არის დრო. კლუბი ფიქრობს ვინ დაიმატოს, მე კი მხოლოდ მომავალ მატჩზე ვარ კონცენტრირებული.
იბრაჰიმოვიჩი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ კუტრონე გვყავს. მინდა რაც ვიცი, ყველაფერი ვასწავლო", - განუცხადა იგუაინმა კლუბის საიტს.