იტალიელი აგენტი: მესის იტალიაში გადაყვანის მცირე შანსი მაქვს

AutoSharing Option
იტალიელმა საფეხბურთო აგენტმა ალესიო სუნდასმა განაცხადა, რომ "ბარსელონადან" მილანის "ინტერში" ლიონელ მესის ტრანსფერის ორგანიზება სურს.

მან აღნიშნა, რომ ამის გაკეთება ჯერ კიდევ გასულ წელს სურდა.

"ბოლო დღეებში "ბარსელონას" გენერალურ დირექტორთან და ლიონელის მამასთან რამდენიმე წერილი გავგზავნე და პასუხებიც მივიღე. ამ ჯერზე მათ მტკიცე უარყოფითი პასუხი არ ჰქონდათ, როგორც ეს წინაზე იყო.

ვფიქრობ, მესის იტალიაში გადაყვანის მცირე შანსი მაქვს. თავიდან მესის ტრანსფერი "ნაპოლიში" მსურდა, რადგან ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ნეაპოლში მარადონას ისტორიის გამეორება შეუძლია. თუმცა ყველა კლუბს არ შეუძლია ისეთი ფეხბურთელის
შეძენა, როგორიც ლეოა.

"მილანს" ახლა რთული სიტუაცია აქვს ფინანსური ფეარ-პლეის გამო. ვფიქრობ, "ინტერი" მესის შეძენის ერთადერთი პრეტენდენტია. ეს რონალდოს ტურინის "იუვენტუსში" გადასვლის მსგავსი იქნება", - ციტირებს სუნდას Calciomercato.com-ი.

აქვე გეტყვით, რომ ეს ტრანსფერი ძალიან რთული გასაკეთებელი იქნება. ფინანსური დეტალები რომ გვერდზე გადავდოთ, "ინტერში" თამაშობს მაურო იკარდი, ვისთანაც ცუდი ურთიერთობა აქვს ლიონელ მესის.

ეს ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მაქსი ლოპესის ცოლი მაურო იკარდისთან წავიდა და ამის გამო იკარდი მოღალატედ შერაცხეს და არგენტინის ნაკრებში არ იწვევდნენ. უფრო მეტი ამის შესახებ ჩვენს სტატიაში შეგიძლიათ წაიკითხოთ.

alt "ვარსკვლავური ომები": ფეხბურთელები, რომლებიც ერთად თამაშობდნენ, თუმცა ერთმანეთი სძულდათ

მკითხველის კომენტარები / 4 /
თუ კატალონია დამოუკიდებლობას გამოაცხადებს და ბარსელონას სერია ბ-ში მიიღებენ
1
ვაა, ესეც მორიგი ჭორი! მესი თავიდან ბოლომდე ბარსელონელია. ხან რას უგონებენ ხან რას, აღარ დაიღალეთ ამდენი უაზრო ზღაპრებით?. მესი თავისი ხასიათიდან გამომდინარე არის ჩუმი, უხმაურო ადამიანი და მიუხედავად ამისა, მაინც არ ანებებენ თავს. პირადად მე მესი ვერ, წარმომიდგენია სხვა გუნდში. ამას გონებაშიც არ ვუშვებ.
კოტე
17:06 14-12-2018
1

სიახლეები პოპულარული