ტურინის "იუვენტუსმა" გუნდის ნახევარმცველი ხუან კუადრადო დიდი ხნით დაკარგა.
"ბიანკონერის" ოფიციალური საიტის ინფორმაციით 30 წლის კოლუმბიელმა მარცხენა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და მინიმუმ სამი თვე ვერ ითამაშებს.
მიმდინარე სეზონში კუადრადომ "იუვენტუსის" მაისურით 16 მატჩი ითამაშა, 1 გოლი გაიტანა და 3 პასი გააკეთა.