"ინტერი" პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელით გაძლიერდა

AutoSharing Option
"საუთჰემპტონის" მარჯვენა მცველი სედრიკ სოარესი მინიმუმ სეზონის ბოლომდე მილანის "ინტერში" დარჩება, იტალიურმა კლუბმა ინგლისურს იჯარაში 500 ათასი ევრო გადაუხადა.

სედრიკ სოარესი "საუთჰემპტონის" ფეხბურთელი 2015 წელს გახდა, როდესაც 7 მილიონი ევროს სანაცვლოდ "სპორტინგი" დატოვა.

ის პორტუგალიის ნაკრების წევრია და ეროვნულ გუნდთან ერთად 2016 წელს საფრანგეთში ევროპის ჩემპიონობაც იზეიმა.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში სოარესის ანგარიშზე ჩატარებულ 18 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

altსერია A. XXI ტურის წინ: წესით, არ უნდა მოვიწყინოთ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული