სერია A-ს 28-ე ტურის მატჩში გენუაში "ჯენოა" "იუვენტუსს" მიიღებს. როგორც ეს მოსალოდნელი იყო, "ლუიჯი ფერარისზე" გასამართი მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია.
მას შემდეგ, რაც ტურინელთა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "ბებერი ქალბატონის" ერთ-ერთი ლიდერი კრიშტიანო რონალდო მატჩის განაცხადში არ შეიყვანა, არაერთმა გულშემატკივარმა "ჯენოას" ოფისში დარეკა და ბილეთებში გადახდილი თანხის დაბრუნება მოითხოვა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, სერია A-ს 26 მატჩში რონალდომ 19 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში "კალიარის" ფორვარდს ფაბიო კუალიარელას 2 გოლით ჩამორჩება.
მომზადებულია corriere.it-ის მიხედვით
დევიდ ბექჰემი: მესი და რონალდო გაისად "ინტერ მაიამიში"? არასდროს იცი, ფეხბურთში რა მოხდება
პაველ ნედვედი - რონალდოს ჟესტზე: "ატლეტიკოს" გულშემატკივრებმა შეურაცხყოფა მიაყენეს რონალდოს
რონალდოს "დიდი კვერცხების" ჟესტისთვის დისკვალიფიკაცია ემუქრება - "ატლეტიკო" უეფაში ჩივილს აპირებს...
მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ რონალდოს ნაკრებში პირველად უხმეს