ინტერნეტში "იუვენტუსის" ახალი ფორმის ფოტოები გავრცელდა [PHOTO]

AutoSharing Option
ინტერნეტში ვრცელდება "იუვენტუსის" მაისურის ფოტოები, რომლითაც ტურინული კლუბი 2019-2020 წლების სეზონში ითამაშებს.

ახალი სათამაშო კომპლექტის მთავარი ცვლილება ტრადიციულ ვერტიკალურ ზოლებზე უარის თქმა გახდა.

ამის ნაცვლად მაისურის მარჯვენა მხარე მთლიანად თეთრი, მარცხენა - მთლიანად შავი, მათ შორის კი წვრილი ვარდისფერი ზოლი იქნება.

ამ ინფორმაციაზე კლუბის მხრიდან ჯერ არანაირი კომენტარი არ გაკეთებულა, ახალ სათამაშო კომპლექტს კი "იუვენტუსი" ოფიციალურად მაისში წარადგენს.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
დადეს რა კრეატივი. ეტყობა რაც კრიშტოს ტრანსფერზე გაიყიდა ეგ ყოფნით, თორე ამას ვინ იყიდის. რიავიცი..
Biankoberi
11:57 27-03-2019
0
0

სიახლეები პოპულარული