"მილანის" ფეხბურთელები ერთმანეთზე გაწევ-გამოწევისთვის დასაჯეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 28-ე ტურში "ინტერთან" მატჩისას (2:3) "მილანის" ფეხბურთელებს შორის ინციდენტი მოხდა.

შეცვლის შემდეგ ფრანკ კესიემ კონტის ხელი არ ჩამოართვა, ამან კი ლუკას ბილია გააბრაზა. ისინი ერთმანეთზე გაიქაჩნენ და მაგრადაც იჩხუბებდნენ, თანაგუნდელებს რომ არ გაეშველებინათ.

მათ ბოდიში კი მოიხადეს, მაგრამ დაჯარიმებას ვერ გადაურჩნენ - ბილიას 20 ათასი ევროს გადახდა მოუწევს, კესიეს კი 40-ის და ამას გარდა, ამ უკანასკნელს "სამპდორიასთან" თამაშისას ძირითად შემადგენლობაში არ დააყენებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული