"ინტერს" იკარდის ბენზემაში გაცვლა სურს

AutoSharing Option
მილანის "ინტერი" მზად არის, ყოფილ კაპიტანსა და მთავარ დამრტყმელ ძალას - მაურო იკარდის დაემშვიდობოს.

გამოცემა Don Balon-ის მტკიცებით, არგენტინელი ფორვარდის ახალი კონტრაქტის გარშემო ატეხილი სკანდალის გამო "ინტერი" თანახმაა, მაურო იკარდი მადრიდის "რეალში" გაუშვას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საპირისპირო მიმართულებით მილანში ქარიმ ბენზემა გაემგზავრება.

თუმცა მადრიდელთა თავკაცი ზინედინ ზიდანი ბენზემაზე უარის თქმას არ ჩქარობს. განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ როგორ სეზონს ატარებს "ბერნაბეუზე" ფრანგი ცენტრფორვარდი.

შეგახსენებთ, რომ ახალი კონტრაქტის შესახებ აზრთა სხვადასხვაობის გამო "ინტერმა" იკარდის 9 თებერვალს კაპიტნის სამკლავური ჩამოართვა, მას
შემდეგ კი არგენტინელი გუნდთან ვარჯიშზე უარს ამბობდა და საწვრთნელი პროცესი მხოლოდ 20 მარტს განაახლა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული