"მილანმა" საკუთარ მოედანზე "უდინეზეს" ვერ მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 აპრილს, სერია A-ს 30-ე ტურში "მილანი" სახლში "უდინეზეს" დაუზავდა - 1:1.

"მილანი" 52 ქულით მე-4 ადგილზეა და 6 აპრილს სტუმრად "იუვენტუსს" დაუპირისპირდება.

"მილანის" თავდამსხმელმა კშიშტოფ პიონტეკმა მიმდინარე ჩემპიონატზე მე-20 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირს ფაბიო კვალიარელას (სამპდორია) 1 გოლით ჩამორჩება.

მე-12 წუთზე ტრავმა მიიღო როსონერის მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ და პეპე რეინამ შეცვალა. რეინამ იტალიის პირველობაზე პირველად ითამაშა.

მილანი. "სან სირო"
მილანი - უდინეზე 1:1
გოლები: 1:0 პიონტეკი (44), 1:1 ლაზანია (64)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული