
საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა გუშინ იტალიაში. 20 აპრილს, სანამ "იუვენტუსის" კაცთა გუნდი "ფიორენტინას" დაამარცხებდა და იტალიის ჩემპიონი 35-ედ გახდებოდა, იტალიის სერია ა "იუვენტუსის" ქალთა გუნდმა მოიგო.
"იუვენტუსის" ქალთა გუნდის ფეხბურთელებმა "ვერონას" ქალთა გუნდს გასვლაზე 3:0 მოუგეს. გოლები პეტრონელა ეკროთმა, კრისტიანა გრიელიმ და ენი ალუკომ გაიტანეს. აღნიშნული გამარჯვებით "იუვენტუსმა" 56 ქულა დააგროვა და 1 ქულით გაუსწრო "ფიორენტინას" ქალთა გუნდს.

მართალია, "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა, თუმცა, როგორც ვხედავთ, კლუბი ტიტულების ნაკლებობას მაინც არ განიცდის.