"ტუტოსპორტის" ცნობით, "იუვენტუსი" თავდამსხმელ მოიზე კინს კონტრაქტს გაუგრძელებს და ხელფასს გაუოთხმაგებს
ბიანკონერი კინს ხელშეკრულებას 2024 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივებს, წლიურ ანაზღაურებას კი 550 ათასიდან 2 მილიონ ევრომდე მოუმატებს.
ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა ამ დღეებში კლუბის დირექტორთან, ფაბიო პარატიჩთან კონტრაქტის დარჩენილ დეტალებს შეათანხმებს.
19 წლის კინი "იუვეს" აღზრდილია. ამ სეზონში სერია A-ს 9 მატჩში (3 ძირითად შემადგენლობაში) 6 გოლი გაიტანა, კონტრაქტი კლუბთან კი 2020 წლამდე აქვს გაფორმებული.
მოიზემ ადრე თქვა, რომ მესისა და რონალდოს დონეზე თამაშის იმედი აქვს.
მოიზემ ადრე თქვა, რომ მესისა და რონალდოს დონეზე თამაშის იმედი აქვს.