"ფეხბურთის თამაში ისე მინდოდა, რომ ბურთს მღვდელს ვპარავდი" - მოიზე კინის ისტორია

AutoSharing Option
"იუვენტუსის" თავდამსხმელი მოიზე კინი იტალიური გაზაფხულის ერთ-ერთი მთავარი გმირია. ამ სეზონში კინი მხოლოდ 4-ჯერ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში, მოედანზე 441 წუთი გაატარა და ამ დროში 6 გოლის გატანა მოახერხა. ეს გუნდში მესამე შედეგია კრიშტიანო რონალდოსა (21) და მარიო მანჯუკიჩის (8) შემდეგ.

19 წლის ასაკში კინს სერია A-ში უკვე 11 გოლი აქვს გატანილი. გახდა 2000 წელს დაბადებული პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა. მოიზემ იტალიის ნაკრებშიც თავი ორჯერ გამოიჩინა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც იტალიის ნაკრების მაისურით ოფიციალურ შეხვედრაში გოლი გაიტანა.

მოიზე The Players Tribune-ს ესაუბრა საკუთარი კარიერის არც ისე მარტივ დასაწყისზე.

"მე იმდენად მინდოდა ფეხბურთის თამაში, რომ ბურთს მღვდელს ვპარავდი.

ასტიში გავიზარდე, ტურინთან ახლოს. იქ, თუ ფეხბურთის თამაში გინდა, ყოველთვის შეგიძლია მიხვიდე კაპელაში და მღვდელს სთხოვო ბურთი.

კაპელა სახლიდან არც ისე შორს იყო. მღვდელიც ძალიან კარგი ადამიანი გახლდათ. ბურთს ყუთში ინახავდა, თუმცა ზოგჯერ სახურავს არ კეტავდა.

Sportall.Ge

ყოველ ჯერზე, როცა ჩემს ბურთს დავკარგავდი ან რომელიმე ღობეზე დავხევდი, ყოველთვის კაპელაში მივდიოდი. მერე მღვდლის წასვლას ველოდებოდი და ბურთს ვიღებდი ყუთიდან.

როცა ასტიში იზრდები, შენ გამუდმებით გჭირდება ფეხბურთის თამაში.

ეკლესიასთან ახლოს, ასფალტის მოედნიდან დავიწყე. ექვსი ექვსზე, თითოეული 10 ევროს დებდა. მე ვლოცულობდი, საკუთარ წილს ვდებდი, ეკონომიას ვაკეთებდი და ვიპარავდი - ეს ყველაფერი იმისათვის, რომ ფეხბურთი მეთამაშა. მოგებულ გუნდს მთელი ფული რჩებოდა. გეფიცებით, ასტიში ყველა თამაშობდა: ფულიანი და უფულო ბავშვები, ტურისტები, ადგილობრივები, ყველა. ყოველ კვირაში იყო ბრძოლა. არ უნდა გეჩვენებინა, რომ გტკივა. სწორედ ასე ვისწავლე ფეხბურთის თამაში.

ასე დაიწყო ჩემი თავგადასავალიც.

მსგავს პირობებში შენ ეჩვევი, ითამაშო მშიერმა. ხვდები, რომ ფეხბურთი ცხოვრებასავითაა - მასში არის აღმასვლა და დაცემა. ზოგჯერ ბოლო წუთზე გაგაქვს გოლი და საკუთარი გუნდისთვის 60 ევროს იგებ, ზოგჯერ - ვერა. მოწინააღმდეგისთვის ფეხებშორის ბურთის გატარება გოლზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო. ამას ფულისთვის ბრძოლაში ვაკეთებდი. ამის შემდეგ არანაირი ჯორჯო კიელინის აღარ მეშინოდა.

რა თქმა უნდა, ვაჭარბებ. კიელინის წინააღმდეგ თამაში ძალიან საშიშია. მისთვის ბურთის ფეხებშორის გატარების მცდელობის შედეგად სახსოვრად იარა დამრჩა.

ვუყურებ პაოლო დიბალას და ვფიქრობ: "ჯანდაბა, ეს ბიჭი ხომ ყველას გვაჯობებდა ასფალტის მოედანზე". მე იქაურ ბიჭებზე სულ ვფიქრობ, რადგან ყველაფერი იქ დავიწყე.

Sportall.Ge

მოკლედ, ასეთი ისტორიაა. იმდენად მინდოდა ფეხბურთის თამაში, რომ ბურთს მღვდელს ვპარავდი.

ახლა ღმერთს ყოველდღე მადლობას ვეუბნები, რომ ასე ვიქცეოდი".
მკითხველის კომენტარები / 1 /
აი ვინ არის ბატონებო პერსპექტიული ...და არა ისინი ვისაც ჩვენ ვეძახით 19-20 წლამდის დიდ გუნდში ვერ მოხვდი და თავი ვერ წარმოაიჩინე ...უმეტეს შემთხვევაში ვერც დიდ ფეხბურთს ითამაშებ ...!!! მითუმეტეს კომპიუტერთან სპორტსმენი ვერ გახდები ჩვენთან თითქმის ყველა ეზოში არის მინი-სტადიონები მაგრამ მე იქ ბავშვებს ვერ ვხედავ ...იშვიათად საღამოს კაცები მოზრდილები მოხუცებიც კი )))) ....მაგრამ ბავშვები არა ...და რა პრეტენზიები გვაქვს რამეზე საერთოდ ..?! თუ კი ჩვენ შვილებს კომპიუტერებს ვერ ვწყვიტავთ და პატარა ასაკიდან ვერ ვასწავლით ბურთს ....ასე რომ სადაც ვართ დღეს ეგეც მაგარია ....სამწუხაროდ ((((
Auee
14:27 07-05-2019
1

სიახლეები პოპულარული