იტალიური Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, ანტონიო კონტე, ფაქტობრივად, მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელია. ამ ეტაპზე მხოლოდ ხელშეკრულებაზე ხელმოწერაღაა დარჩენილი.
გამოცემის ცნობით, იტალიელი სპეციალისტის სამსახურით სხვადასხვა კლუბი, მათ შორის, პსჟ იყო დაინტერესებული, თუმცა მან სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა.
ანტონიო კონტე ბოლოს ლონდონის "ჩელსის" წვრთნიდა, რომელთან ერთადაც ინგლისის პრემიერლიგა და ასოციაციის თასი მოიგო, მანამდე კი ტურინის "იუვენტუსში" 3 სერია "ა"-ს და 2 სუპერთასს დაეუფლა, 2014-16 წლებში კი იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.