მილანის "ინტერნაციონალეს" "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ნერაძური" მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის დაემშვიდობა.
"კლუბი მადლობას უხდის მწვრთნელს გაწეული სამუშაოსა და ერთად განვლილი გზისათვის", - წერია მილანური კლუბის "ტვიტერის" გვერდზე.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ინტერის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე გახდებოდა, რომელიც ადრე "იუვენტუსში", "ჩელსისა" და იტალიის ნაკრებში მუშაობდა, ახლა კი უკლუბოდაა.
ასევე, ბოლო დროს გაისმა ხმები, რომ მილანურ გუნდს ჟოზე მოურინიოს მიმართ ჰქონდა ინტერესი, რომელიც 2008-10 წლებში წვრთნიდა კლუბს.
ლუჩანო სპალეტი კი "ინტერის" მთავარ მწვრთნელად 2017 წელს დაინიშნა. მწვრთნელმა გუნდს