La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "ინტერის" ახალმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ თავდამსხმელ მაურო იკარდის გაყიდვა მოითხოვა.
ეს მან კლუბის ხელმძღვანელობს ჯერ კიდევ ხელშეკრულების გაფორმების წინ უთხრა.
მიზეზი კი ისაა, რომ დისციპლინის მოყვარულ კონტეს არ სჭირდება გუნდში ჭირვეული ფეხბურთელი, რომლის მეუღლე ვანდა ნარა ყოველდღე პრესაში სხვადასხვა განცხადებებს აკეთებს.
სავარაუდოდ, იკარდის ტრანსფერზე დააყენებენ. მაუროს ნერიაძურისთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მისი სატრანსფერო ფასი კი დაახლოებით 90 მილიონი ევროა.
იკარდის სამსახურით პსჟ, "ატლეტიკო" და "იუვენტუსი" არიან დაინტერესებულნი.