ოფიციალურად: ანტონიო კონტე მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელია

AutoSharing Option
ანტონიო კონტე მილანის "ინტერის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა - ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

იტალიელმა სპეციალისტმა ხელი 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი წლიური ხელფასი 10 მილიონი ევრო იქნება.

"ჩემს ცხოვრებაში ახალი თავი იწყება. ამას მოუთმენლად ველოდები. ჩემი მუშაობის განმავლობაში ვეცდები, რომ ყველა იმედი გავამართლო, რაც პრეზიდენტსა და ხელმძღვანელობას ჩემ მიმართ გააჩნიათ. "ინტერი" ამბიციური კლუბია, დიდი ისტორია აქვს. სწორედ ამიტომ ავარჩიე ის. მსურს "ინტერი" დავაბრუნო იქ, სადაც მისი ადგილია", - განაცხადა ანტონიო კონტემ.

იტალიელი სპეციალისტი ბოლოს ლონდონის "ჩელსიში" მუშაობდა,
რომელიც 2018 წელს დატოვა, მანამდე კი იტალიის ნაკრებს წვრთნიდა.

2011-14 წლების სეზონში ანტონიო კონტე მილანის "ინტერის" მთავარი მეტოქის, ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მუშაობდა.

მილანის "ინტერმა" სერია A მეოთხე პოზიციაზე დაასრულა და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული