"მანჩესტერის" ნახევარმცველმა პოლ პოგბამ "იუვენტუსში" გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.
"კორიერე დელო სპორტის" ცნობით, პოგბა უკმაყოფილოა გუნდში თავისი მდგომარეობით და ჟურნალისტების კრიტიკით და მზადაა, გუნდი გამოიცვალოს.
"იუვეს" ეს სიამოვნება 110 მილიონი ევრო დაუჯდება და ამ თანხის თავის მოსაყრელად მეკარე მატია პერინის, მცველის ჟოაო კანსელას, ნახევარმცველ ხუან კუადრადოს და თავდამსხმელების, დუგლას კოსტას და მარიო მანჯუკიჩის გაყიდვა მოუწევს.
გასულ სეზონში პოგბამ 47 მატჩში 16 გოლი და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა.
რაფაელ ვარანი პოლ პოგბაზე: კარგი ფეხბურთელისთვის "რეალში" ადგილი ყოველთვის მოიძებნება
პოლ პოგბამ "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდების კრიტიკას უპასუხა
"მანჩესტერ იუნაიტედი" პოლ პოგბას სანაცვლოდ 150 მილიონ ევროს ითხოვს