"რომამ" გუნდის მთავარ მწვრთნელად პაულო ფონსეკას დანიშვნის შესახებ გამოაცხადა.
კლუბის პრესსამსახურის ცნობით, პორტუგალიელმა სპეციალისტმა "ჯალოროსისთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა ხელშეკრულებაში კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პირობაც არის ჩადებული.
გამომდინარე აქედან, ფონსეკამ კლაუდიო რანიერი შეცვალა.
აქამდე ფონსეკა დონეცკის "შახტარს" წვრთნიდა, სადაც ქართველი ფეხბურთელი დავით ხოჭოლავა თამაშობს.
ფონსეკამ "შახტარი" 2016 წელს ჩაიბარა და მას შემდეგ გუნდთან ერთად სამჯერ მოიგო უკრაინის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი.