მრავალტანჯული მაურო იკარდი რკინის ქალამნებს ჩაიცვამს და სამართლის მიღწევას იმედოვნებს

AutoSharing Option
ბევრი იფიქრა, თუ ცოტა იფიქრა, თავად მოიფიქრა, თუ მისმა ძვირფასმა მეორე ნახევარმა ვანდა ნარამ ურჩია, თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ გადაწყვიტა, რკინის ქალამნები ჩაიცვას და ვითარცა ტანჯულმა, დახმარებისთვის სერია A-ს სპეციალურ კოლეგიას მიმართოს.

რაში გამოიხატება მისი ე.წ. ტანჯულობა? La Repubblica-ს ცნობით, ის ამტკიცებს, რომ კლუბი მასზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას თანამშრომელთა მეშვეობით და გუნდში იზოლაციით ახორციელებს, აგრეთვე ჩამოართვა კაპიტნობა და 2021 წლის ზაფხულამდე მოქმედი ხელშეკრულება არ გაუგრძელა.

სხვათა შორის, იტალიურ ფეხბურთში ამის პრეცედენტი არსებობს: 2009 წელს მაკედონიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა გორან პანდევმა "ლაციოთან" თანამშრომლობის
გაწყვეტას მიაღწია და თან, მორალური ზიანის მიყენებისათვის 170-ათასევროიანი კომპენსაციის მიღებაც მოახერხა.

მილანური გუნდის ახალმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კლუბის ხელმძღვანელობას 28 წლის ჭირვეული ფორვარდის სასწრაფოდ გაყიდვა მოსთხოვა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რკინის ქალამანი არა პრეზერვატივი ამოიცვას
Bidzia
00:25 17-06-2019
0
კლუბი ძალიან უსამართლოდ ექცევა იკარდის, ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს. სრულიად არალოგიკური და გუნდისდვის დამაზიანებელი მოქმედებაა, კონტეს ახირება გაუგებარია, 6 წელია იკარდი კლუბშია და ერთი ინციდენტი არ ყოფილა, რომელიც მისი კლუბისადმი ერთგულებას და დისციპლინას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა. ერთ–ერთი საუკეთესო და პერსპექტიულ ფორვარდზე უარის თქმა, რის გამო? გულსატკენია ყველა ინტერის გულშემატკივრისთვის, რაც ხდება. სრული მხარდაწრა მაუროს, თუმცა ინტერი მაინც დარჩება რა თქმა უნდა მაუროს გარეშეც.
გუგა
13:38 16-06-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული