პსჟ-ს აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ადრიან რაბიო ტურინში ჩავიდა - ამის თაობაზე ინფორმაციას "იუვენტუსი" ტვიტერით ავრცელებს.
Calciomercato-ს ცნობით, "იუვე" რაბიოს ხუთსეზონიან კონტრაქტს გაუფორმებს და წლიურ გასამრჯელოდ 7 მილიონ ევროს დაუნიშნავს.
დღეს რაბიო თავისუფალი აგენტი გახდა და ბიანკონერის მისი ტრანსფერი არც ერთი ცენტი არ დაუჯდება.
გასულ სეზონში მან "პარი სენ ჟერმენში" 20 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.