ლეგენდის დაბრუნება - ჯანლუიჯი ბუფონში ტურინშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
41 წლის იტალიელი ლეგენდარული მეკარე ჯანლუიჯი ბუფონის "იუვეში" შესაძლო დაბრუნების შესახებ ბოლო დღეებში ბევრი იწერებოდა. თუმცა, დღეს ყოველგვარი ეჭვები გაიფანტა და ჯიჯი "იუვეს" კლინკაში სამედიცინო შემოწმების გასავლელად მივიდა.

ბუფონმა კლინიკის შესავლელთან მყოფ გულშემატკივრებს გამოელაპარაკა და ავტოგრაფებიც დაურიგა. ამ პროცესების ამსახველი ვიდეო "ბებერი ქალბატონის" ოფიციალურ ტვიტერის გვერდზეა განთავსებული.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ვეტერანი მეკარე ტურინულ კლუბთან 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასის სახით 1.5 მილიონ ევროს მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მერე ლიგის მოგება რომ უნდა ამაში რა არის ცუდი.პირიქით ამ ასაკში რომ დიდი მიზანი გააჩნია უფრო პატივისცემას იმსახურებს.ვერ ხედავ ბარსა ყოველ წელს რამდენ ფულს ხარჯავს რათა ლიგა მოიგოს.
ნამდვილი სპორტსმენი.
11:19 17-07-2019
0
ლეგენდა ნამდვილად იყო და დარჩებოდა ლეგენდად კარიერა რომ დაესრულებინა, ან პარმაში დაბრუნებულიყო იუვედან. ლიგის თასზე დახამებული მასტი გაიჩითა, სადაც მოგების მეტი შანსია იქ გარბის და ძალით იბანძებს თავს. დიდი ჯიჯი შჩესნის შემცვლელი იქნება, თავის გაბანძებაა აბა რა ქვია ამას?
ლეგენდა არა ტოროლა
10:16 05-07-2019
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული