"იუვენტუსისა" და სამხრეთ კორეის ლიგის ვარსკვლავების მატჩისას საინტერესო ეპიზოდი მოხდა.
მეორე გატანილი გოლი სამმა სამხრეთკორეელმა ფეხბურთელმა რონალდოს სტილში აღნიშნა.
პორტუგალიელმა მთელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა და ამის გამო გულშემატკივრები უკმაყოფილონი დარჩნენ. არადა, მატჩის ორგანიზატორებმა ადრე განაცხადეს, რომ კრიშტიანო მინიმუმ ერთ ტაიმს ითამაშებდა.
შეხვედრას 60 ათასი მაყურებელი დაესწრო და 3:3 დასრულდა.