მაურიციო სარი დიბალაზე: ჩემი აზრი არაფერს არ ნიშნავს

AutoSharing Option
"იუვენტუსის" მწვრთნელმა მაურიციო სარიმ თავდამსხმელ პაულო დიბალას მომავალზე ისაუბრა.

"ჩემს აქ ყოფნაში დიბალამ მხოლოდ ორი ვარჯიში ჩაატარა და მასზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. საუკეთესო ფორმაში ვერ იქნება და ეს იმაზე ახდენს ზემოქმედებას, რომ ცრუ ცხრიანის პოზიციაზე დავაყენო თუ არა.

ვფიქრობ, მას ამისათვის საჭირო უნარები აქვს, მაგრამ ეს მოსაფიქრებელია.

როგორც ადრე ვთქვი, დიბალაზე შეიძლება ბევრი ილაპარაკონ, თუმცა სატრანსფერო ბაზარზე მე გავლენას ვერ მოვახდენ და ჩემი აზრი არაფერს არ ნიშნავს. ექვს ფეხბურთელს უნდა დავემშვიდობოთ, მორჩა და გათავდა.

მინდა ყველა შევინარჩუნო, მაგრამ ეს
შეუძლებელია.

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო 20 დღე ჩვენთვის მძიმე იქნება, რადგან შეიძლება ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელებთან მოგვიწიოს დამშვიდობება", - ციტირებს სარის Football Italia.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული