იტალიური მედია: იკარდიმ "იუვენტუსთან" 5-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" ფორვარდმა მაურო იკარდიმ "ნაპოლის", "რომასა" და "მონაკოს" უარი უთხრა და ტურინის "იუვენტუსში" აპირებს გადასვლას. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური პრესა ავრცელებს.

არგენტინელმა უკვე შეათანხმა ტურინულ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი, რომლის მიხედვით, წელიწადში 8 მლნ ევროს მიიღებს.

იკარდის ტრანსფერი შესაძლოა მაშინ შედგეს, როცა "იუვენტუსი" პაულო დიბალასა და მარიო მანჯუკიჩის ტრანსფერებს განახორციელებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული