მილანის "ინტერის" თავდამსხმელი მაურო იკარდი, ჩანს, გუნდიდან წასვლას არ აპირებს.
იკარდიმ "ინსტაგრამზე" მილანში მისი მშენებარე ბინის რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა.
"ჩემი ახალი სახლი მალე გაჩნდება", - მიაწერა იკარდიმ ფოტოებს.
პრესაში უამრავი ინფორმაცია ვრცელდება იკარდის მიერ "ინტერის" დატოვების შესახებ.