"იუვენტუსმა" რონალდოს გარეშე გაიმარჯვა - ბალოტელი "ბრეშიას" ვერაფრით შეეწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 სექტემბერს, სერია A-ს მე-5 ტურში "იუვენტუსმა" სტუმრად 2:1 მოუგო "ბრეშიას".

"იუვეს" რონალდო ვერ დაეხმარა, ხოლო "ბრეშიაში" პირველად ითამაშა ბალოტელიმ, რომელმაც თავი ვერაფრით გამოიჩინა.

მასპინძლები დებიუტშივე დაწინაურდნენ, მაგრამ სტუმრებმა თამაშის შემოტრიალება მოახერხეს.

"იუვე" 13 ქულით ჯერჯერობით ლიდერია და 28 სექტემბერს "სპალს" უმასპინძლებს.

ბრეშია. "მარიო რიგამონტი". 18 500 მაყურებელი
ბრეშია - იუვენტუსი 1:2
გოლები: 1:0 დონარუმა (4), 1:1 ჩანსელორი (40, საკ. კარში), 1:2 პიანიჩი (63)

ბრეშია: იორონენი, ჩანსელორი, საბელი, მატეიუ (მარტელა 70), ჩისტანა, დესენა, რომულო (აიე 85), ბიზოლი, ტონალი, ბალოტელი, დონარუმა (მატრი
64)

იუვენტუსი: შესნი, ბონუჩი, დანილო (კუადრადო 19), ალექს სანდრო, დე ლიხტი, ხედირა, პიანიჩი, რამზი (ბერნარდესკი 69), რაბიო, იგუაინი, დიბალა (მატიუიდი 80)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული