რობერტო მანჩინი: მეორე ტაიმში დავმშვიდდით და მიზანსაც მივაღწიეთ

AutoSharing Option
იტალიის ნაკრებმა ევროშესარჩევის მორიგ მატჩში საბერძნეთი 2:0 დაამარცხა, ფინალური ტურნირის საგზური ვადამდე მოიპოვა და მისმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ შემდეგი განაცხადა.

"ბიჭებმა კარგად ითამაშეს. უპირველეს ყოვლისა გულშემატკივრებს მხარდაჭერისათვის მინდა მადლობა გადავუხადო. პირველ ტაიმში დაძაბულად გამოვიყურებოდით. შესაძლოა, რომში დაბრუნების გამო ვნერვიულობდით.

დაცვაში ჩამდგარ გუნდებთან თამაში ძნელია. პირველ ტაიმში ქაოტურად ვმოქმედებდით. მშვიდად უნდა გვეთამაშა და თავისუფალი ზონების გახსნას დავლოდებოდით. ამის ნაცვლად ბურთის გადაკიდება დავიწყეთ. ეს კარგი არ არის.

მეორე ტაიმში დავმშვიდდით და მიზანსაც მივაღწიეთ", - განაცხადა მანჩინიმ "რაი სპორტის" ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული