"ზალცბურგის" 19 წლის თავდამსხმელის შეძენას "იუვენტუსი" აპირებს

AutoSharing Option
"ტუტოსპორტის" ცნობით, "ზალცბურგის" 19 წლის თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდის სამსახურით "იუვენტუსი" დაინტერესდა.

გამოცემის მტკიცებით, "იუვე" მზადაა ნორვეგიელში 35 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ჰოლანდის აგენტი მინო რაიოლაა და ფეხბურთელის შეძენის სურვილს აგრეთვე "რეალი" და "მანჩესტერი" გამოთქვამენ.

ავსტრიის მიმდინარე ჩემპიონატზე მან 10 მატჩში 12 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული